სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი-ნინო ასანიძე

სასწავლო პროექტის ავტორი

სახელი, გვარი
ნინო ასანიძე

ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
მარნეული, სოფელი საიმერლო

სკოლა
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი

პროექტის დასახელება

პროექტის სრული დასახელება      ვაჟა-ფშაველა ,,ქუჩი”

პროექტის შინაარსი


ამოიცნობს და ერთმანეთთან აკავშირებს ტესქტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას.
მოსწავლეებს განივითაროს ემფატიის მაღალი განცდა.

საგანი/საგნები

საგანი/საგნები რომლის ფარგლებშიც გეგმავთ პროექტს
 ქართული ენა და ლიტერატურა

საფეხური/კლასი

სწავლების საფეხური, კლასი      
  დაწყებითი, VI

პროექტის განხორციელების დრო

მაგალითად: რვა 45წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა, 3 თვე და ა.შ.           
    4 კვირა

პროექტის საფუძვლები

საგნობრივი სტანდარტები

მიუთითეთ საგნობრივი სტანდარტ(ებ)იდან ჩპრიორიტეტების მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ მითითებული ყველა შედეგი პროექტზე მუშაობის პროცესში უნდა იყოს მიღწეული.

 ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
     ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
    ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება.
 მოსწავლეებს განუვითაროს ემფათია, ისწავლონ სხვისი გრძნობების დაფასება და თანადგომა.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები


  მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის გაგება-გააზრება,საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა,გრაფიკული მაორგანიზებლის შევსება. ემფატიის გრძნობის გაღვივება, მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი გრძობების გამოხატვა. თანატოლებთან და უფროსებთან კომუნიკაციის დამყარება. საღი მსჯელობა და აღქმა;ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა


რა  იცით ქუჩის შესახებ?
თემატური კითხვები




სად ხარობს ქუჩი?


როგორი მცენარეა?
რატომ არ არის მის გარშემო რამე სხვა მცენარე?
შეიძლება თუ არა მცენარემ იგრძნოს თავი მარტოსულად?
შინაარსობრივი კითხვები


შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)

პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი

პროექტის დასაწყისში
კითხვების დასმა


ტესტი

ილუსტრირებული
სურათით მთავარი პერსონაჟის ამოცნობა.



ქუჩი

პროექტის მსვლელობისას
ღია და დახურულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
  ტექსტის ხმამაღალი და კომენტირებული კითხვა. მოთხრობის გაგება-გააზრება.
კითხვებზე პასუხების გაცემის დროს მოსწავლეს ვაქებ, მცდარი პასუხის შემთხვევაშიც არ უარვყოფტ პასუხს და კითხვის ჩაშლიტ მიგვყავს სწორ პასუხამდე.

პროექტის დასრულების შემდეგ
ესე

შეფასების მოკლე მონახაზი

თავდაპირველად შევხვდები მოსწავლეებს, გავაცნობ პროექტის თემასა და მიზანს, შემდეგ მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ბარათზე გამზადებულ ცხრილს,აწყვილებს მათ და სთხოვს ჯერ ინდივიდუალურად წაიკითხონ ტექსტი, აბზაც-აბზაც და პარალელურად შეავსონ ცხრილი და შემდგომ გაუზიარონ გვერდით მჯდომს.შენდეგ კი სთხოვს გამოთქვან თავიანთი მოსაზრება რას ფიქრობენ როგორია ქუჩი, ამის შემდგომ მასწავლებელი დაფაზე წერს კითხვას რა იყო ამ მონაკვეტის მთავარი სათქმელი? მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებს ჩამოწერენ ფურცელზე. მიწერენ წერილს იმ ადამიანს ვინც მოაფიქრდებათ, რომ არს მათგან შორს და აქამდე არ უფიქრიათ თუ რას გრძნობენ და განიცდიან მარტო ყოფნის დროს.

სხვა საკითხები

წინარეცოდნა

თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ ვაჩვენებთ სამ სხვადასვა ფოტოს მცენარეების. მათ შორის ერთ-ერთი ქუჩია. მასწავლებელი უკითხავს ტექსტის პირველ აბზაცს და სთხოვს მოსწავლეებს ამ მონაკვეთის მიხედვით ამოიცნონ რომელია ქუჩი.

სასწავლო პროცედურები

 მოსწავლეები გაკვეთილზე წაიკითხავენ ნაწარმოებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან , რომ თურმე მცენარეებიც ადამიანების მსგავსად განიცდიან მარტოობას, ენატრებათ ხმის გამცემი, გვერდით მდგომი. ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მოინახულებენ ბებია-ბაბუებს, რომლებიც მათგან მოშორებით ცხოვრობენ და აქამდე არც უფიქრიათ, რომ ისინი ნერვიულობენ იმის გამო რომ ენატრებათ საყვარელი ადამიანები. ამ აქტივობაში მოსწავლეთა ჩართულობა იქნება მაღალი. მათ მიეცემათ დავალება წერილობით გადმოგვცენ და გაუზიარონ თავის თანასკოლელებს ის ემოციები , რომელიც ახლობლებთან ყოფნისას განიცადეს და ეს გახდეს სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი.

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
სპეციალური საჭიროების მოსწავლეებისთვის ვადგენთ განსხვავებულ სასწავლო გეგმას. ვაძლევთ მოდიფიცირებულ დავალებებს,ასევე ვიხმარ სპეციალისტს, რომელიც ამ მოსწავლეს უტარებს ცალკე გაკვეტილებს,ამ მასწავლებელთან ერთად ვადგენთდავალებების კალენდარს.ასეთ მოსწავლეებთან შეფასების სქემაც განსხვავებულია.მათ ვაფასებთ შესაძლებლობების მიხედვით, მაგ: წაკითხული ტექსტისა და ილუსტრირებული სურათების მიხედვით ზეპირი გამოკითხვა და არა თხზულების ან ტესტის დაწერა, მხოლოდ მარტივ სააზროვნო კითხვებზე პასუხი.

არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)


ნიჭიერი მოსწავლეები

ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობის დროს გარდა იმ პროგრამისა, რომელსაც გავდივარ კლასში, მისთვის მომაქვს შედარებით რთული დავალებები, ასევე სახლში ვაძლევ არა მარტო მზა მასალას სამუშაოდ, არამედ ვაძლევ დავალებას, რომელიც უნდა მოიძიოს. გარდა სასკოლო სახელმძღვანელოებისა ვიყენებ სხვადასხვა მხატვრულ ლიტერატურას, ინტერნეტს, ქართულის გრამატიკას, რომელიც არაა სასკოლო.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები

აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)

კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი

ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი

პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა

ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------

პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)

ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი

ელ. ცხრილები
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა

გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი

საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------

ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი


ბეჭდური მასალები

ქართული ლიტერატურა მე-6 კლასი (I ნაწილი),მოთხრობა ,,ხმელი წიფელი”, ლექსი ,,ია”,, უძღები ძის იგავი”

ინვენტარი/მასალები

სახელმძღვანელო, ფერადი ქაღალდები, კონვერტი, ,,სმილები”,ინტერნეტი,ფოსტა, სოციალერი ქსელი.

ინტერნეტრესურსები


სხვა რესურსები

ვიზიტი ახლობელ ადამიანებთან, რომლრბიც ჩვენ გვერდით არ ცხოვრობე. საუბრები მშობლებთან, მოწვეულ სტუმრებთან, რომელთაც შეუძლიათ თავისი გამოცდილების გაზიარება.

Comments

Popular posts from this blog

პროექტზე დაფუძნებული სწავლება